LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი მილიარდ 763 354 000 ლარამდე იზრდება

132
კახა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა. დედაქალაქის მერის განცხდებით ის 1 763 354 000 ლარამდე იზრდება და მთლიანი ბიუჯეტის 31%-ი ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება.

„მიიწურა 2023 წელი და ყველას აინტერესებს, რა პროექტები განხორციელდება და როგორ გადანაწილდება დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი. ამაზე მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ ყველა დაგეგმილ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. უპირველესად, გეტყვით, რომ თბილისის ბიუჯეტი იზრდება და 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 130 მილიონით მეტი იქნება. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 1 მლრდ 763 მლნ 354 ათას ლარს. მასში გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 500 000 მლნ ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 მლნ 486 ათასი ლარის გამოყოფა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 31%-ს შეადგენს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალ წელს სოციალური/ჯანდაცვის მიმართულებით 507 მლნ 632 000 ლარის პროგრამების განხორციელებაა დაგეგმილი.

magti 5g