LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 3 რაიონს ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება – ხართ თუ არა ამ აბონენტებში?

643
გაზი 44

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ჩუღურეთის, ნაძალადევის და დიდუბის რაიონში 3 700 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. 55-თან არსებული ავარიული საშ/წნევის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო, 17 აგვისტოს 22:00 სთ-დან 18 აგვისტოს 09:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება –  აბასთუმნის ქ. 1, 2, 4, 8, ცაბაძის ქ. 15, 15ა, თევდორე მღვდლის ქ. 1, 3, 4, 5, 5თ, 5ბ, 7, 6, 8, 10, 13, ფოცხვერაშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, თამარ-მეფის, ბაქოს, სურამის, ფოცხვერაშვილის, კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის ქ. 121, 125ა, 137, 137ა, 141, 142, 144, 146, 147, 147ა, 148, 162, ასევე დავით აღმაშენებლის გამზ. 137, 141, 147, 147ა, 151, 151ა, ეგნატე ნინოშვილის, ივანე ჯავახიშვილის, გოგი დოლიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ნიკოლოზ გოგოლის, გიორგი ტოვსტონოგოვის, რკინიგზისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდება აგრეთვე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო, კომერციულ მსხვილ და მცირე ობიექტებს, მათ შორისაა: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებები – აკად. თოდუას კლინიკა, შპს ,,კიდ სმენა”, ანგიოლოგიისა და ანგიოქირურგიის ცენტრი, კლინიკური მედიცინის ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა და მიმდებარედ არსებული მცირე კომუნალური და საზ-კვების ობიექტები, ვაგზლის მოედანი 2-ში მსხვილ და მცირე ობიექტებს: შპს “ბამბა, შპს ,,ლიდერი XXI”, შპს “საქართველოს ფოსტა”, თბილისი ცენტრალი”, შპს “ბორჯომი ცენტრალი”, შპს ,,ტკბილი ოცნება”, შპს “საქართველოს ფოსტა”, სს “საქართველოს რკინიგზა”, მეტროპოლიტენის სამმართველო, შპს ,,ლიდერი XXI”, გაზგასამართი სადგური – ,,აირსერვისი”, თამარ მეფის ქუჩაზე შპს ,,ამხანაგობა 777″-ს, პროკრედიტბანკს, „ვი-თი-ბი“ ბანკს, შპს ,,აიბოლიტს”, ი/მ გიორგი ჯაბადარს, შპს ,,ოპტიკის სამყაროს”, თამბაქოს ფაბრიკა, შპს “ბექა ჯორჯია”, კონსტიტუციის ქუჩაზე – კანისა და ვენდაავადებათა ცენტრი, ჩუბინაშვილის ქუჩაზე პურის ქარხანა – შპს ,,კოლხეთი 90″, შპს “ირბა”, შპს ,,ჯორჯიან მარკეტი”, შპს “პირველი ოფისი”, ფ/პ ირინე გაფრინდაშვილი, ი/მ ჯავახიშვილის სტამბა”, შპს “მარტიქსი”, გ. კარტოზიას სახელობის ეროვნული მზადების ცენტრი, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე – სავაჭრო ფირმა ,,ლაღიძე” (ლაღიძის წყლები), შპს ,,კავკასუს ონლაინი” და რკინიგზის დეპარტამენტი.

გარდა ამისა, გაზმომარაგება შეუწყდებათ ც.დადიანის ქუჩაზე მდებარე შემდეგ ობიექტებს: შპს ,,თბილისი არტ ჰოლი”, შპს “თბილისის ფროფერთი”-საცხობი, სს “ფროფგრუპი”-ქარხანა, მიმდებარედ არსებულ საცხობს, ყოფილი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას, ცაბაძის ქ. 8-ში – შპს “კოლხას”, შპს “ესერს”, აბასთუმნის ქ. 6-ში – ი.მ “ნავროზაშვილს”, ნინოშვილის ქუჩაზე – საჯარო სკოლა #29-ს, ჯავახიშვილის ქუჩაზე – შპს “არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიან სახლს”, დ. აღმაშენებლის ქუჩაზე – სსიპ “საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავს”, ჩოდრიშვილის ქ. 12-ში – შპს “ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას”.

კომპანიის განცხადებით, გაზმომარაგება სრულად აღდგება 18 აგვისტოს 19:00 სთ-მდე. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები