LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 3 უბანი, სადაც უძრავი ქონება ყველაზე მეტად გაძვირდა

1140
Panoramic view of Tbilisi, Georgia

აპრილში უძრავი ქონების ფასები თბილისის ყველა უბანში გაიზარდა, – ამის შესახებ საუბარია „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებულ კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, ფასების წლიური ზრდის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელი (+16.1%) საბურთალოზე ფიქსირდება; მეორე ადგილს დიდი დიღომი იკავებს, სადაც ფასები 14.3%-ით გაიზარდა, მესამე პოზიციაზე კი ვაკეა – ფასების 10.9%-იანი ზრდით.

როგორც „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევაში წერია, საბურთალო ლიდერობს მოთხოვნის ასპექტშიც – აპრილის თვეში განხორციელებული ტრანზაქციების საერთო რაოდენობის 20% საბურთალოზე მოდის; 18.5% კი – დიდ დიღომზე.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის თანახმად, აპრილის თვეში კვადრატული მეტრი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში 10.7%-ით გაიზარდა და 899 დოლარს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g