LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 7 რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

247
შუქი

ისნის, საბურთალოს, გლდანის, ნაძალადევის, მთაწმინდის, ვაკის და სამგორის რაიონების მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზად კომპანია „თელასი“ გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იალბუზის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას,  სანდრო ეულის, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის და ნაძალადევის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვის უბნის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტალის (ნაწილობრივ) და ხევძმარის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ხიდის, 9 აპრილის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), იმედაძის, უჩანეიშვილის, ამაღლობელის და ტაბლიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, ორხევის დასახლების, ჭირნახულის, კობახიძის, ახვლედიანის, ჩანტლაძის, აბზიანიძის და მუხაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბაღდავაძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IX კვარტალის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამგორი-1 დასახლების და ჯავახეთის ქუჩის  მოსახლეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები