LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტი რეგულარული ფრენების მისაღებად მზად არის (ფოტოები)

206
101617985-3100652343336028-297145564322070528-n

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული ფრენების მისაღებად მზად არის.

აეროპორტის შემოსასვლელში დამონტაჟდა სპეციალური ვიდეო სკანერები, რომლითაც მოხდება მგზავრებისთვის ტემპერატურის გაზომვა; მოფრენისა და გაფრენის ტერმინალები მოინიშნა უსაფრთხო დისტანციის მანიშნებელი სტიკერებით; გაფრენის ტერმინალში მდებარე 40 სარეგისტრაციო და ჩასხდომის დახლები აღიჭურვა სპეციალური დამცავი ფარით, რომლითაც შეიზღუდება პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აეროპორტის თანამშრომელს შორის.

ამასთანავე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განთავსდა საინფორმაციო ბანერები, რომელიც მგზავრს Covid19-ის პირობებში უსაფრთხო გადაადგილების რეკომენდაციიებს და პრევენციის ზომებს აცნობს.

მგზავრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტერმინალი სრულად აღიჭურვა უკონტაქტო სენსორული სადეზინფექციო აპარატებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები