LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტიდან ახალი ევროპული მიმართულება დაემატა

153

რუმინულმა ავიაკომპანიამ TAROM Airlines ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. ზამთრის სეზონზე ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით ოთხშაბათსა და კვირას Boeing 737 ტიპის ავიახომალდით განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთის უმსხვილესი ნაციონალური ავიაკომპანია TAROM საავიაციო ბაზარზე 1954 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის კომპანია პირდაპირ ფრენებს 25 ქვეყნის 79 მიმართულბით ახორციელებს. TAROM-ის ავიაპარკი 23 სხვადასხვა ტიპის ავიახომალდისგან შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები