თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ACI World’s Voice of the Customer ინიციატივაში აღიარება მოიპოვა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული დასტურია იმისა, რომ 2021 წლის განმავლობაში, აეროპორტი COVID19-ის პანდემიის პირობებში ითვალისწინებდა მგზავრებისა და მომხმარებლების ინტერესებსა და მოსაზრებებს.