LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში ახალი კვების ობიექტები იხსნება (+ფოტოები)

436

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ტერმინალში ახალი კვების ობიექტები იხსნება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშირისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია ”ტავ ჯორჯიაში”  აცხადებენ, ახალი მოფრენის ტერმინალის საოპერაციო მზაობისა და შერწყმის პროცესის ფარგლებში, ახალი კვების ობიექტები ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

”15 სექტემბრიდან მოფრენის დარბაზში მგზავრებს მყუდრო გარემოსა და კერძების ფართო არჩევანს, ხის ინტერიერით მოწყობილი Brewmark Pub Tbilisi შესთავაზებს. ოქტომბრის ბოლოდან კი BUS GATE-ის ზონაში კიდევ ერთი, ახალი Need Stop-ის კაფე განთავსდება. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი Need Stop-ის კაფე ახალი მოფრენის ტერმინალის გაფრენის ზონაში 12 ივლისიდან ფუნქციონირებს”, – აცხადებენ ”ტავ ჯორჯიაში”.

მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კვების ყველა ობიექტი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალში არსებული ყველა კაფე-რესტორნის რენოვაცია იგეგმება.

magti 5g