თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განახლების სამუშაოები დასრულდა. გახსნის ღონისძიება დღეს გაიმართება, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.
“სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს სრულად განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ასევე აღჭურვილია მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკით. განხორციელებული სამუშაოები 70 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა,”- განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს“ შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა.