LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში პარკირების ახალი, ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა

156
აერო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების ახალი, თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა.

უახლესი სისტემის დანერგვაში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„ახალი სისტემა დააფიქსირებს ავტომანქანის სანომრე ნიშნებს და ავტომატურად დაიანგარიშებს პარკირების საფასურს, რომლის გადახდა შესაძლებელი იქნება აეროპორტის ტერმინალში და პარკინგის გასასვლელში განთავსებული სპეციალური აპარატების მეშვეობით, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე – პლასტიკური ბარათით.

ახალი, თანამედროვე სისტემა ასევე გააუმჯობესებს პარკინგზე ავტომანქანების ნაკადის კონტროლს, რაც მგზავრებს დამატებით კომფორტს შეუქმნის“, – აღნიშნულია „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g