LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა

1550253913-52445459_1044724842384177_2381996425799008256_n

ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 101 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიეტუის ელჩთან, გიედრიუს პუოჯუნასთან ერთად გახსნა. მიღებას დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი სათემოების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

თარიღთან დაკავშირებით თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა.

დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ლიეტუვა ე.წ. პარტიზანების დეკლარაციის მიღებასაც აღნიშნავს, რომელიც ქვეყანამ 1949 წლის 16 თებერვალს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g