LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ათამდე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

109
შუქი

თბილისის ათამდე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ნაძალადევის, ვაკის, დიდუბის, გლდანის, ჩუღურეთის, ისნის, სამგორის და მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის ნაწილს.

„საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის, ოდიშელიძის, ზემო ვეძისის, ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესისი, ისაკაძის, ვაზისუბნის, თამარაშვილის, კარტოზიას, იოსელიანის, ფხაკაძის, ანჯაფარიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინწკირველის, ცქიტიშვილის, კახიანის, ურიდიას, წაღვერის, ძმობის, კისისხევის, ქებურიას, ბიჩინაშვილის, წრომის, უიარაღოს, ნოსტეს, კელაპტრიშვილის, მესხის, ხუდადოვის და სტურუას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინწკირველის, ცქიტიშვილის და კახიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, საკანდელიძის და იმედაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოხუმის და ზუგდიდის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქრაძის და მეუნარგიას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და კვაჭანტირაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ორხევის დასახლების, შანდორ პეტეფის, კალოუბნის, აბაშვილის, ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს, ალექსი-მესხიშვილის და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – წერია გავრეცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g