LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის „აუთლეტ სოფლის“ პროექტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა – ის ევროპაში „მომავლის პროექტად“ დასახელდა

182
Tbilisi-Oultlet-Village-U13-14-scaled

საქართველოში პირველმა აუთლეტ სოფლის პროექტმა, მსოფლიო აღიარება მოიპოვა. კერძოდ, „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ დასახელდა „წლის საუკეთესო მომავლის პროექტად“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. დაჯილდოვების ცერემონია 21 ოქტომბერს, ქალაქ ვარშავაში გაიმართა.

შეგახსენებთ, კომპანია „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. პროექტის ინვესტიციის მოცულობა 70 მილიონი ლარია. „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ჯამში „აუთლეტ ვილიჯში“ 110 ბრენდი განთავსდება.

ვიდეო: როგორი იქნება საქართველოში პირველი „აუთლეტ სოფელი“ – პროექტის პრეზენტაცია 8 სექტემბერს შედგება

„აუთლეტ ვილიჯის“ არქტიტექტურული კონცეფციის მიხედვით, ყველა შენობას საკუთარი, ყველასაგან განსხვავებული და გამორჩეული ფასადი ექნება, სადაც ავთენტური, ქართული არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტები იქნება გამოყენებული.

„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ დაპროექტებულია მსოფლიოში ცნობილი ესპანური არქიტექტორული კომპანიის L35 მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g