LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბიგბენდისა და „ქართული ხმების“ ტურნე დასრულდა

240

თბილისის ბიგბენდმა და „ქართულმა ხმებმა“ ერთობლივი საგასტროლო ტურნე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაასრულეს. პროექტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა.

თბილისის ბიგბენდის ვოკალისტმა, მაია ბარათაშვილმა საკუთარ გვერდზე ტურნეს ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

„ბრწყინვალედ ჩატარდა თბილისის ბიგბენდისა და „ქართული ხმების“ ერთობლივი საიუბილეო ტურნე! უკლებლივ ყველა ქალაქში ფეხზე დამდგარი ოვაციები და მაყურებლის გასხივოსნებული სახეები. ბოლომდე დახარჯული თვითოეული მუსიკოსი სიყვარულს უხსნიდა მსმენელს და პასუხად სითბოსა და ერთგულებას იღებდა. დიდი მადლობა პროექტს Check in Georgia , საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას პროექტის ინიცირებისთვის. „ქართულ ხმებს“, ანსამბლს, რომელიც 30 წელიწადია მსმენელს ატყვევებს ქართული მუსიკის მდიდარი ჰანგებით და ჩემი თბილისის ბიგბენდის თვითოეულ მუსიკოსს ასეთი თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის. უდიდესი მადლობა ბიგბენდის დირექტორს კახა მარკოზაშვილს შესანიშნავი კოორდინირებისთვის, ეფექტური დაგეგმვისთვის, საქმისადმი ერთგულებისთვის და მეგობრობისთვის!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g