LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა

102

დედაქალაქის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებებით თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზრდება. განახლებულ ბიუჯეტს დეპუტატებმა მხარი 32 ხმით დაუჭირეს, კენჭისყრაში  მინაწილეობა არ მიიღო ოპოზიციამ.

საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. ბიუჯეტის განხილვა საკრებულოში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ტაქსების რეგულირების გადაწყვეტილებაც მიიღეს.

” ბიუჯეტი დღეს კიდევ 10 მილიონით გაიზარდა, ყოველი ჩვენი წარმატება, სწორი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან იწვევს ხმაურს,” – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“რაც შეეხება ტაქსებს, ეს არის საერთო სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი და ეს რეგულაცია ჩვენი და თბილისელთა დიდი უმრავლესობის აზრით, არის აუცილებელი. ასი ლარის, მოსაკრებლის დაწესება საჭიროა იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ის ადამიანები დარეგისტრირდნენ, რომლებიც უკვე არიან დასაქმებული ამ სფეროში და ჩვენ მოგვეცეს რეალური ბაზის შედგენის საშუალება,” – განაცხადა დავითულიანმა.

თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზრდება და 916 მილიონ 863 ათასი ლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g