ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში, მეტროსადგურ დელისთან მდებარე ბიზნესცენტრის ეზოში კაცი დაჭრეს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
„ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.