საგანგებო მდგომარეობა დღეიდან გამკაცრებულია. 12:00 საათიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვის შემდეგ თბილისში თეთრ ცხენზე ამხედრებული ბიჭი გამოჩნდა.
რასაკვირველია, ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
შეგახსენებთ, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის ავტომანქანებზე.
ამასთან, იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა. შეზღუდვა შეეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.
არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედითა და ველოსიპედით გადაადგილება.
ნახეთ, მირიან მელაძის ფოტოობიექტივით დანახული თანამედროვე არსენა.