LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მენინგიტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა – არის თუ არა ეპიდემიის საფრთხე

108

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მენინგიტის შემთხვევა 2 თვის განმავლობაში 2-ჯერ დაფიქსირდა.

„ფორტუნას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, რომ ამ ორ შემთხვევას შორის არანაირი კავშირი არ არის, შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.

ზახაშვილის თქმით, მენინგიტის ორივე შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება, მოსწავლეების ჯანმრთელობას კი საფრთხე სკოლაში არ ემუქრება.

მენინგიტის მეორე შემთხვევა საჯარო სკოლაში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. დაავადება მკურნალობას ექვემდებარება და ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება.

Edu.aris.ge-ს ინფორმაციით, მენინგიტით მოსწავლეები თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში დაავადნენ. საინფორმაციო პორტალი წერს, რომ  პირველ შემთხვევაში ავად მე-4 კლასელი გოგონა იყო, რომელიც გამოკვლევების შემდეგ კლინიკაშიც იწვა და უკვე  გამოჯანმრთელდა. რამდენიმე დღის წინ კი მენინგიტით მე–9 კლასის მოსწავლე დაავადდა.

სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები