LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის განცხადებები ხელს არ უწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას – დიმიტრი პესკოვი

152
დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თბილისის განცხადებები ხელს არ უწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას.

მისი თქმით, რუსეთის მხარე უარყოფითად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლების „რუსოფობიული სულით“ გაჟღენთილ განცხადებებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი მოქმედებები ხელს არ უწყობს ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციის ტრაექტორიაზე გასვლას“, – განაცხადა პესკოვმა.

მან დასძინა, რომ რუსეთში უყვართ, აფასებენ და პატივს სცემენ ქართველ ხალხს, მაგრამ, მზად არ არიან მიიღონ ექსტემისტებისა და ნაციონალისტების მოქმედებები, თუ ეს მოქმედებები მიმართულია რუსი პარლამენტარების წინააღმდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g