თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები, ნიკა მელია და თენგო თევზაძე, სავარაუდოდ, დააკავეს.
„ფორტუნა” ცდილობს დეტალები გადაამოწმოს შსს-ში.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სავარაუდოდ დაკავებულია აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე.