LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ჯაზფესტივალი დღეს დასრულდება

48

თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში, დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფის – Fourplay კონცერტი გაიმართება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე დღეს, თბილისის ივენთ ჰოლში ჯაზფესტივალს დაასრულებს ედმარ კასტანედას კონცერტი.

მეთვრამეტე ჯაზფესტივალი 23 ოქტომბერს კანადელი მომღერლისა და პიანისტის დაიანა კროლის კონცერტით გაიხსნა. მომდევნო საკონცერტო დღეებში მსმენელის წინაშე ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანზა სპალდინგი და ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო წარდგნენ. 6-დღიანი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, კონცერტი გამართა ასევე ცნობილმა მესაყვირემ ავიშაი კოენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g