LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ლოკაციებზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება

ტყვია ჰაერში

“თბილისის ლოკაციებზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება” – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად სინჯები თბილისის საბავშვო ბაღების მიმდებარე ლოკაციებზე იქნა აღებული.

“ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: თემქა, მე-9 კვარტალი, N-133-ე  საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე , თემქა, მე-9 კვარტალი, თემქა, მე-10 კვარტალი, N-22-ე  საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე , ჩარგლის ქ.N47-ი.

ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.”- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელსაც ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებენ.

” თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა:

21 იანვარს  წერეთლის გამზირზე  1.7-ჯერ, ვაშლიჯვარში  1.4-ჯერ, ბათუმში  2.3-ჯერ, ხოლო ვარკეთილსა და ქუთაისში  1.5-ჯერ;

22 იანვარს – ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ და წერეთელის გამზირზე უმნიშვნელოდ;

23 იანვარს – ქ.ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო ბათუმში უმნიშვნელოდ.

24, 25, 26 და 27 იანვარს განვითარებული სინოპტიკური პროცესის, კერძოდ უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო,  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება.

წერეთლის გამზირზე  1.7-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.3-ჯერ, ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში 1.6-ჯერ; 25 იანვარს – წერეთლის გამზირზე  2.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.4-ჯერ, ქუთაისში  2.3-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ;

26 იანვარს – ყაზბეგის გამზირზე 1.3-ჯერ, ვარკეთილში  1.2-ჯერ, ქუთაისში  1.7-ჯერ, ხოლო წერეთლის გამზირსა და ბათუმში 1.6-ჯერ; 27 იანვარს – წერეთლის გამზირზე  2.4-ჯერ, ბათუმში 1.8-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირზე, კარკეთილში, ვაშლიჯვარსა და ქუთაისში – 1.9-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ,  ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ქუთაისში უმნიშვნელოდ. აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.”- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g