LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერი: „ნუგეშის“ ჯიხურების აღება არ იგეგმება

5a0edae75c272

„ნუგეშის“ ჯიხურების აღებას თბილისის მერია არ გეგმავს. ამის შესახებ კახა კალაძე აცხადებს. მისი თქმით, ჯიხურები ზოგიერთ შემთხვევაში საფეხმავლო ბილიკზეა განთავსებული ან ტრანსპორტის გადაადგილებას უშლის ხელს. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ჯიხურების ადგილმონაცვლეობა მოხერხდეს.

ჯიხურების დახურვა კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ასეთი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, ასეთ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ და არც მომავალში მივიღებთ. პირიქით, ხელს ვუწყობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით ადგილმონაცვლეობა მოვახერხოთ და მოვძებნოთ ისეთი ადგილები, რომელიც მათთვისაც მისაღები იქნება და ზოგადად, მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g