LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს

moswavleaxalgazrdobissasaxle

თბილისის მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეის რეაბილიტიაციას გეგმავს. როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, კონკურსი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე უკვე გამოცხადებულია.

კალაძე ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს უნდა დაიწყოს.

“ეს არის შენობა-ნაგებობა, რომელიც 200 წელს ითვლის და ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობაა დედაქალაქში, რომელმაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა, ბევრჯერ შეიცვალა გასულ საუკუნეში თავისი იერსახე. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია და როგორი დატვირთვა აქვს ამ შენობას, სწორედ მის თავზე აღიმართა პირველი რესპუბლიკის დროშა.

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რეაბილიტაცია, მოწესრიგება, რადგან მართლაც მძიმე მდგომარეობაშია. დღეს საუკეთესო ფუნქცია აქვს ამ შენობას, ემსახურება ბავშვებს და კიდევ დიდ ხანს მოემსახურება, თუ ჩვენ მას სათანადოდ ვუპატრონებთ და მოუვლით.

კონკურსი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია, რომელიც 10 თებერვალს დასრულდება, პროექტირების ვადა დაახლოებით 10 დეკემბრამდე არის და მისი ღირებულება 599 000 ლარია. პროექტებს, რომელიც იქნება წარმოდგენილი, ეტაპობრივად მივიღებთ, რომ 2019 წელსვე დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. პირველი აქცენტი იქნება, რა თქმა უნდა, ფასადის აღდგენაზე, იცით, რომ ეს არის ძეგლი და შესაბამისი სამუშაოები მაქსიმალური ყურადღებით იქნება გაწეული. მნიშვნელოვანია, რომ შენობა მთლიანად იქნება მოწესრიგებული, რეაბილიტირებული და კიდევ ათეული წელი მოემსამხურება ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g