23 დეკემბერს, მედიაში გავრცელდა იმ მომღერლებისა და ბენდების/ჯგუფების/ანსამბლების სია, რომლებიც თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას.
თავდაპირველად, აღნიშნულ ჩამონათვალში იყო ჯგუფი „ფრანიც“.
გავრცელებულ სიას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ფრანის“ ვოკალისტი გაგა ჩიხლაძე და წერს, რომ აღნიშნულ საახალწლო ღონისძიებაში „ფრანი“ არ მონაწილეობს:
„აღნიშნულ საახალწლო ღონისძიებაში „ფრანი“ არ იღებს მონაწილეობას, მეგობრებო“, – წერს გაგა ჩიხლაძე.