დღეს დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად გლდანის პარკი გახსნა. კახა კალაძემ განაცხადა, რომ ასეთი პროექტების განხორციელება ცენტრალური ხელისუფლების თანადგომის გარეშე შეუძლებელია. მან თქვა, რომ ის გლდანში ყველაზე რთულ პერიოდში, 90-იანებში ცხოვრობდა. კალაძემ აღნიშნა, რომ მისი წარმატება სწორედ გლდანში დაიწყო.
„სასიხარულო განწყობაა, მიხარია, რომ ამდენ გაღიმებულ ადამიანს ვხედავ. დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება სიყვარული, სიხარული ვაჩუქოთ ერთმანეთს. მიხარია, რომ გლდანში გავატარე საუკეთესო წლები. მაშინ ქვეყანაში მძიმე პერიოდი იყო, 90-იანები, როცა არ იყო შუქი, გაზი, თუმცა გლდანთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. ჩემი წარმატება დაიწყო აქედან. გლადანის მესამე მიკრორაიონში ვცხოვრობდი და მთელი ბავშვობა აქ გავატარე”, – განაცხადა კალაძემ.