LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერმა ტრავმის გამო ლეგენდების თასის ფინალში ვეღარ ითამაშა

151
კახი

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდების თასის ფინალში თბილისის „დინამო“ ბერლინის „ჰერტას“ შეხვდა და 5:2 დამარცხდა. ქართველი ვეტერანების გუნდიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა გაიტანეს.

თბილისის მერმა და გუნდის კაპიტანმა, კახა კალაძემ ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა. ასევე, ტრავმის გამო ვერ ითამაშა ფინალური შეხვედრა „ჰერტას“ შემადგენლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

ფინალამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა ნახევარფინალში ბრემენის „ვერდერი“ 5:2 დაამარცხეს, ჯგუფურ ეტაპზე კი ლევერკუზენის „ბაიერს“ 3:2 მოუგეს, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დამარცხდნენ, „შალკე“ კი 6:3 დაამარცხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g