დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.მიწისქვეშა საქალაქო ტრანსპორტი დღეიდან მგზავრებს დილის ექვსი საათიდან ღამის თორმეტამდე მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე მეტროპოლიტენის ერთი საათით ადრე მუშაობის შეჩერება ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაციას უკავშირდებოდა, რომელიც უკვე დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 06:00სთ-დან 11:00 საათამდე მუშაობს.
სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი.