უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისის მეტროს რამდენიმე ვაგონში შიდა დაკვირვების კამერები დამონტაჟდა. როგორც “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, აქამდე ვაგონები შიდა კამერებით არ იყო აღჭურვილი. კამერები ამ ეტაპზე მოდერნიზებულ 4 ვაგონშია დამონაჟებული, რომლებიც თბილისის მეტროს სავაგონე პარკს შეემატა. ვაგონების აღნიშნული შემადგენლობა ყოველდღიურად მოემსახურება მგზავრებს და უფრო მეტად კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის მეტროთი მგზავრობას. ვაგონების მოდერნიზაცია მოიცავს, როგორც კაპიტალური შეკეთების მოცულობით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ასევე თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს, მთლიანად შეიცვალა ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს მიეცა თანამედროვე სახე, ძველი სანათები ახლი შუქდიოდური სანათებით ჩანაცვლდა, მემანქანის კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე უსაფრთხოების გაზრდის მიზნით აღნიშნული შემადგენლობა აღიჭურვა – მემანქანის ბაქნის საკონტროლო კამერებით შემადგენლობის ორივე მხრიდან, თითოეულ ვაგონში დამონტაჟდა ორი შიდა დაკვირვების კამერა და ოთხი მონიტორი.
თბილისის მეტროს სავაგონე პარკის განახლება და მოდერნიზება მომავალშიც გაგრძელდება, კერძოდ 2016 წელს დაგეგმილია კიდევ 8 ვაგონის რემონტი.