LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროში ახალი დიზაინისა და ფორმის ვაგონები ივლის

277

თბილისის მეტროში ახალი ფორმისა და დიზაინის ვაგონები იმოძრავებს.  როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეტროს ვაგონების მოდერნიზებას აგრძელებს.

მერიის ცნობითვე, 2017 წელს კომპანია მგზავრებს  სრულიად ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებულ ვაგონებს სთავაზობს, რომელთა განახლება  სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში მოხდა. მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც შექმნა დამატებითი სივრცე მემანქანისთვის. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე  შეიცვალა  ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები. სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებითშეიცვალა, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში ახალი ვაგონები  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ,მისმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა და ქარხნის დირექტორმა გელა ძიძიკაშვილმა დაათვალიერეს.

„დღეს მოხდა ახალი მატარებლის პირველადი ტესტირება. ვაგონი არის მოდერნიზებული და ძალიან კომფორტული. დარწმუნებული ვარ, რომ მგზავრებს მოეწონებათ და გაცილებით უფრო კომფორტულად იმგზავრებენ, ვიდრე ადრე მგზავრობდნენ. ეტაპობრივად, დაგეგმილია ყველა ვაგონის მოდერნიზაცია“ – განაცხადა თბილისის მერმა.

2017 წელს თბილისის მეტროს მგზავრებს 8  განსხვავებული ფორმისა და დიზაინის, სრულიად განახლებული და მოდერნიზებული ვაგონიმო ემსახურება,  საიდანაც 4 უკვე მზად არის და  სატრანსპორტო კომპანიას ექსპლუატაციაში გადაეცა. კიდევ 4 ვაგონი ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g