LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისის მიკროავტობუსი” ყოველი კვირის ბოლოს სამარშრუტო ტაქსების მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს

41

თბილისში სამარშრუტო ტაქსების მონიტორინგი იწყება. როგორც ”ავტორადიოს” “თბილისის მიკროავტობუსში” განუცხადეს, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები შეამოწმებენ, ჩართული ექნება თუ არა მძღოლს კონდიციონერი. „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ შარშან კომპანიამ კონდიციონერების სისტემის შეკეთებაზე 200 ათასი ლარი დახარჯა.  კომპანიის ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები 25 მაისიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ, მუშაობს თუ არა ჰაერის გაგრილების სისტემა ყველა სამარშრუტო ტაქსში.

მას შემდეგ, რაც ტემპერატურა 27 გრადუსს გადააჭარბებს, ყველა მძღოლი ვალდებული იქნება ჩართოს კონდიციონერი. მიკროავტობუსების მონიტორიგნის შედეგები ყოველი კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. 28 მაისიდან სამარშრუტო ტაქსებში გამოიკვრება სტიკერები და განცხადებები, თუ რა ვალდებულებები აქვთ მძღოლებს და მგზავრებს. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი არ დაემორჩილება დადგენილ წესებს და არ ჩართავს კონდიციონერს, მის მიმართ სანქციები გატარდება. კერძოდ,  პირველი დარღვევა 2 კვირით სატრანსპორტო საშუალების მართვის აკრძალვას ითვალისწინებს,  მეორე – 1 თვით მართვის აკრძალვას, მესამე დარღვევაზე კი კომპანიასთან კონტრაქტი შეუწყდება.

რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე მდგომ მგზავრებს, როგორც ”თბილისის მიკროავტობუსში” განმარტეს, მძღოლებს გარკვეული დროით ეკრძალებოდათ ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა, თუმცა დედაქალაქში არსებული საცობების გამო, მგზავრებს ლოდინი დიდი ინტერვალით უწევდათ, რაც ხშირად მძღოლსა და მგზავრს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა. მოგვიანებით ეს შეზღუდვა მოიხსნა.

ამ დროისთვის ”თბილისის მიკროავტობუსს” 2000-მდე სამარშუტო ტაქსი და 3500-მდე მძღოლი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები