LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – დირიჟაბლი ემატება

123
_მალტას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - დირიჟაბლი ემატება

გამორიცხული არ არის, რომ უახლოს მომავალში მალტის მაცხოვრებლები თუ სტუმრები უახლოეს კუნძულ გოცოსა და სიცილიაში (იტალია) მოგზაურობას დირიჟაბლით შეძლებენ.

ამჟამად მალტიდან კუნძულებამდე მისასვლელად ბორანი გამოიყენება, სიცილიამდე კი ბორანი ან თვითმფრინავი. დირიჟაბლის გამოჩენა მავნე გამონაბოლქვს 90%-ით შეამცირებს, რადგან მისი მუშაობის 60% ჰელიუმზე, ხოლო 40% ძრავაზე მოდის, ეს ძრავაც ელექტროენერგიით იმუხტება. დირიჟაბლს ჩქაროსნული მატარებლის სიჩქარის განვითარება შეუძლია და თანაც საკმაოდ უხმაუროა.

დირიჟაბლების წარმოებით ბრიტანული კომპანიაა დაკავებული და ასეთ ტრანსპორტს 100-მდე ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

დირიჟაბლის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს უკვე ესპანეთშიც და რეგიონული ავიარეისების შესრულებას ამ ეკოლოგიური ტრანსპორტით აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები