LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის გამარჯვებული სკოლა ცნობილია – პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

484
საქართველოს ბანკი

21 ივლისს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თბილისის №112 და თბილისის №180 საჯარო სკოლები შეხვდნენ.

სკოლის მოსწავლეებმა დაძაბული შეხვედრა ანგარიშით 4:4 დაასრულეს, პენალტების სერიის შედეგად კი, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის გამარჯვებული თბილისის №180 საჯარო სკოლა გახდა.

ინფორმაციისთვის, წელს სასკოლო ლიგაში მონაწილეობა 114 საჯარო სკოლის 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. შეჯიბრება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში – შემოდგომიდან ზაფხულამდე მიმდინარეობდა.

საქართველოს ბანკი, ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების – სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15-მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება – მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა – რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g