თბილისის მოდის კვირეული დაიწყო. კვირეული დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ გახსნა. მან 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოგვიდგინა. როგორც მან ფორტუნა პლუსთან საუბარში აღნიშნა, 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია განსხვავდება ამ სეზონის კოლექციისგან. ამ შემთხვევაში მან საკმაოდ ძვირფასი ქსოვილები გამოიყენა, როგორიცაა ნატურალური აბრეშუმი. დიზაინერი გვთავაზობს მკაცრ, მაგრამ ამავდროულად ელეგანტურ სილუეტებს. კოლექცია ორ ფერში აქვს გაკეთებული შავ და ოქროსფერ ტონალობებში. რაც შეეხება ფასებს, ფასები 500 ლარიდან 2500 ლარამდე მერყეობს, მომხმარებელს კი უკვე ორშაბათიდან შეეძლება ახალი კოლექციის შეძენა.
შეგახსენებთ, რომ 2017-2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია უკვე აპრილის თვიდან იყიდება დიზაინერის მაღაზიაში, რომელიც აღმაშენებლის 38 ნომერში მდებარეობს.
ფასები ლუქების მიხედვით:
500 ლარი
550 ლარი
600 ლარი
700 ლარი
800 ლარი
ლაშა ჯოხაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია