LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი გაიხსნა

41

31 მარტს თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. დიზაინერების 2016/2017 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს სასტუმრო”რუმს თბილისი” მასპინძლობს. თბილისის მოდის კვირეულს ევროპიდან და აზიიდან ჩამოსული 40-ზე მეტი “ბაიერი”, მოდის კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტები ესწრებიან.

კვირეულილს გახსნის დღეს პირველი კოლექცია ლაკო ბუკიამ წარადგინა. დიზაინერის შთაგონების წყარო კერამიკული ფილები გახდა, რომლებიც ჩვენების  ძირითად სამოსზე გეომეტრიული ფიგურებით გამოისახა. ფერად კოლექციაში ლურჯი, ყავისფერი და წითელი ფერები დომინირებდა.

მომდევნო ჩვენება “რუმს თბილისში” ჩუბიკამ გამართა.

6 წლიანი პაუზის შემდეგ ჩუბიკამ კულტურათა მიქსით შთაგონებული კოლექცია წარადგინა. დიზაინერის თქმით, საკუთარ თავს მულტინაციონალურად აღიქვამს. კოლექციაში შეინიშნებოდა როგორც, ევროპული, ასევე აზიური ელემენტები. დომინირებდა შავი ფერის სამოსი.

დღის ბოლოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში “დალოოდის” ჩვენება გაიმართა. 90-იანები წლებით შთაგონებულმა კოლექციამ დიდი  მოწონება დაიმსახურა.

როგორც თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა, თაკო ჩხეიძემ განაცხადა, ლაკო ბუკიამ თბილისის მოდის კვირეული ღირსეულად გახსნა. საერთაშორისო პრესა და სტუმრები დადებით შეფასებებს აკეთებენ და სხვა ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს ელიან.

თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი 3 აპრილამდე გაგრძელდება. კვირეულის პარალელურად თბილისი მოლში ქართველი დიზაინერების შოურუმი უკვე გახსნილია, რომელიც 10 აპრილამდე გასტანს.

დღეს მოდის მოყვარულებს “ლალოს”, “დალოოდისა” და სალომე ღვინიაშვილის პირველი სრული კოლექციის  ხილვის საშუალება ექნებათ.

ტატა ნაკანი

 

ფოტოგრაფი: ელენე გოგელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები