30 მარტს, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ ვაკის პარკის მედიათეკაში ყველაზე აქტიური მკითხველების, საუკეთესო ბიბლიოთეკარებისა და მედიათეკარების დაჯილდოების ცერემონია გამართა.

დაჯილდოება ყოველწლიურია და მიზნად ისახავს როგორც მკითხველების, ისე ბიბლიოთეკის თანამშრომლების წახალისებას. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები – 10-დან 80 წლის მკითხველამდე.

საუკეთესო მკითხველებსა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ. წლევანდელ ღონისძიებაზე გაერთიანებამ ასევე გამოავლინა „ბიბლიოთეკის მეგობარი“, რომელმაც სიმბოლური ჯილდო მიიღო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინო ანჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ასევე, თბილისის მერიის წარმომადგენლები.

