LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 26 მლნ ევროს მიიღებს

136
სესხი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

დღესვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და ქ. თბილისის მერიას შორის გაფორმდა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა.

თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF), ჯამურად, 26 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს გამოყოფენ.

სესხი მოხმარდება ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც მოიცავს დახარისხების ობიექტის და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას.

პროექტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით განახორციელებს. შესაბამისად, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა.

magti 5g