თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ზემო ვეძისის, არდაზიანის, ვაზისუბნის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, გაგარინის, შარტავას, ჩიქოვანის, არშბას, ბუდაპეშტის და ბერიტაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, მესხის, ჩაისუბნის და ბუხაიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, გუდაურის და ჯანაშიას ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის და აბანოს ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კაჭარავას V ქუჩის, ბარისახოს, უწერის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, კუიბიშევის, ულიანოვის, მიხაკო წერეთლის, ანდრონიკაშვილის და ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის “ა” მიკრორაიონის, ქერჩის, ვეკუას, თიანეთის და ხიზანბარელის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ალიხანიანის, ფაღავას და ლაგოდეხის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.