გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს 1 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მონპერის, ლამბერტის, კასტელის, რაინეგსის, ტილკეს, ბარონ დე ბაის და ჰუგო ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ცინცაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და სოფელი ნატბეურების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.