LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რამდენიმე რაიონს 17 იანვარს ელექტროენერგია შეეზღუდება

108
ელექტროენერგია

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 17 იანვარს თბილისის სხვადასხვა რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, კერძოდ:

საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, პოლიტკოვსკაიას, ძოწის და ანჯაფარიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ტარიელის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის, ფატმანის, ასმათის, ავთანდილის, დავარის, ოთხი ათასი მესხის, სიხარულიძის, გრიგოლ ფერაძის, პიმენ ყურაშვილის და გურამ ნიჟარაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანას (ნაწილობრივ), გორგასლის, კრწანისის, ბეჟან კალანდაძის, გრიგოლ ვოლსკის, ორთაჭალის და ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი -გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, ილია ვეკუას, კაჭარავას, ქერჩის, ჯანჯღავას, კობერიძის, გმირ კურსანტთა, მეგობრობის და გლდანულას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g