LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საბავშვო ბაღების ექთნებმა გადამზადების კურსი გაიარეს

234

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დასაქმებულმა ექთნებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს. პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ სწავლება ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ჩატარდა, სადაც ექთნებს მიეწოდათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მასალა.

ტრენინგი შეეხებოდა  პირველად სამედიცინო დახმარებას გულის გაჩერების, სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობის, გულის წასვლის, სისხლდენის, კრუნჩხვის, ანაფილაქსიის, ტრავმების და სხვა ხშირი სამედიცინო მდგომარეობების დროს. მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე მედიცინაში აპრობირებული იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც უნდა მიმართონ დროის იმ მონაკვეთში, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გახდება ხელმისაწვდომი.

გადამზადებულ ექთნებს სწავლების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა, ასეთი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბაღებში დასაქმებული ექთნები აქამდე არასდროს გადამზადებულან, კადრების კვალიფიკაციის ამაღლება კი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სასწავლო კურსი  ეფუძნებოდა თანამედროვე, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ პროტოკოლებს. ტრენინგი ჩაატარა პროფესორმა ირინა წირქვაძემ, რომელიც კომპანია „ევექსის“ ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ხელმძღვანელობს და ამავდროულად, არის ამერიკის გულის ასოციაციის და ამერიკის ქირურგთა კოლეჯის სერთიფიცირებული ტრენერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g