LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო აეროპორტად დასახელდა

137
243048579-4542961725801252-295639127568277059-n

საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანმა და პრესტიჟულმა საკონსულტაციო კომპანია Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა. დეკემბერში ჩატარებული აუდიტის დროს, Skytrax-ის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ტერმინალების სისუფთავე, დასუფთავებისა და დეზინფიცირების პროცედურები, სოციალური დისტანციის დაცვის რეგულაციები, მგზავრთნაკადის ორგანიზება/კონტროლი და უსაფრთხოების კუთხით დანერგილი 150-ზე მეტი პროტოკოლით შეაფასეს.

5 ვარსკლავიანი შეფასება, ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 20 საერთაშორისო აეროპორტს აქვს მინიჭებული, მათ შორის არიან: ტოკიოს, პარიზის, ბაქოს, ბარსელონასა და მადრიდის მთავარი აეროპორტები. უსაფრთხო აეროპორტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://skytraxratings.com/airports?covid=5

თეა ზაქარაძე –  ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი: ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე, ჩვენთვის უპირველეს ამოცანას მგზავრებისა და ჩვენი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. შესაბამისად პირველივე დღეებიდანვე, ჩვენს მიერ მართვადი ორივე აეროპორტი მოვიყვანეთ იმ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც რეკომენდირებული იყო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ძალიან გვიხარია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო აეროპორტად დასახელდა.

Skytrax, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ აეროპორტებსა და მგზავრებისთვის განკუთვნილ CIP დარბაზებში დანერგილი უსაფრთხოების 150-ზე მეტ პროტოკოლს აფასებს, რომლებიც დაკავშირებულია მომსახურების ყველა სერვისთან.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 33 წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. 2020 წლიდან კი Skytrax COVID-19 უსაფრთხო აეროპორტების რეიტინგს აქვეყნებს.  ამასთანავე, Skytrax-ის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება „World Airport Awards“, რომელიც მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მერვედ დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g