თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ SCAT Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. შიმქენთი-თბილისი-შიმქენთის რეისი რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ – ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანიამ „ტავ ჯორჯია“ საინაუგურაციო ფრენის აღსანიშნავად აეროპორტში სიმბოლური ღონისძიება გამართა.
აღნიშნული უკვე ყაზახეთის მეხუთე მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. საქართველოს მთავარი აეროპორტიდან რეისები სრულდება ასევე ალმათის, ასტანის, ატირაუს და აქთაუს მიმართულებით.
SCAT Airlines ყაზახური ავიაკომპანიაა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო გადამყვანს შუა აზიასა და მის ფარგლებს გარეთ. ის 60 მიმართულებით ახორციელებს ავიარეისებს და მისი მთავარი ჰაბი სწორედ შიმქენთის საერთაშორისო აეროპორტია.
