LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავტოსადგომი მოეწყო

108
ავტოსადგომი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ძველი ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯია“ ინვესტიციით, ახალი ავტოსადგომი მოეწყო.

4200 კვ.მ-ის ფართობზე განახლდა ხელოვნური საფარი, დასუფთავდა ტერიტორია და მოეწყო განათება. აღნიშნულ სამუშაოებში „ტავ ჯორჯიამ“ 205 000 ლარი დახარჯა.

შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ საპარკინგე ზონებს 124 ავტომობილის ადგილი დაემატა და ჯამური რაოდენობა 1100-მდე გაიზარდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g