თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, მგზავრების რაოდენობის ზრდის ფონზე, აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამგზავრო ტერმინალის წინ 8645 კვ.მ-ის ტერიტორიაზე გზისა და ავტოსადგომის ხელოვნური საფარი განახლდა. აღნიშნულ სამუშაოებში „ტავ ჯორჯიამ“ 500 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
ცნობისთვის, 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რაოდენობა წლიურ ჭრილში 29%-ით გაიზარდა, ბათუმის აეროპორტში კი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – მგზავრთნაკადი 53%-ით არის გაზრდილი.