თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე საინტერესო ხელოვანს, ჯეიმს ტიერის და მის პერფორმანსს ვიხილავთ. როგორც ფესტივალის ოფიციალური გვერდი იუწყება, ახალგაზრდა არტისტს, რამდენიმე წლის წინ, კოვიდამდე ეპოქაში, დიდი რეკომენდაცია გაუწია რეზო გაბრიაძემ.
შვეიცარიელი არტისტი, რომლის სპექტაკლებზეც დიდი ქართველი ხელოვანი საუკეთესო მოსაზრების იყო, თბილისის საერთაშორისო ფესტივალს მართლაც ეწვევა „მოს კონცერტით“, რომლის რეჟისორიც, კომპოზიტორიც, დიზაინერიც და ქორეოგრაფიც თავად გახლავთ.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 10 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გაიმართება.