თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიისინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია: განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.
ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობა, რაც უდიდესი სტიმულია საქართველოში მოქმედიგუნდებისათვის. ამ ხნის განმავლობაში, ყოველწიურად, საფესტივალო კონცერტები, იმართებოდა, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე ექსპერიმენტულ სივრცეებში, თუმცა წელს, არსებული პანდემიური ვითარების ფონზე, ფესტივალი წარმოგიდგენილი იქნება ღია ცის ქვეშ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში.
საიუბილეო ფესტივალის პროგრამაში, 27 სექტემბრიდან წარმოდგენილი იქნება ოთხი კონცერტი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი “ფიროსმანი”, ახალგაზრდული შერეული გუნდი “თუთარჩელა”, ვაჟთა ფოლკლორულიანსამბლი “მძლევარი”, საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი “ლირა”, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი “ერქვანი”, გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ანსამბლი “მართვე”, თბილისის ქალთა გუნდი, ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი “ბიჭები”, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტურიკაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.
ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი – ქ.თბილისის მერია
მხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
გენერალური პარტნიორი: საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი
ფესტივალის განამხორციელებელი: ააიპ თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო
ფესტივალი ფესტივალის დირექტორი: ხელოვნებათმცოდნე – მაია ჩაჩავა ფესტივალის
სამხატვრო ხელმძღვანელი: არჩილ უშვერიძე