LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

91
Tbilisis_saxelmwifo_samedicino_universitetsa_da_erevnis_saxelmwifo_samedicino_universitets_Soris_urTierTanamSromlobis_memorandumi_gaformda_628b6035de5c5

2022 წლის 18-20 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სომხეთის დელეგაციას ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არმენ მურადიანი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრები იყვნენ: ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში, პროფესორი ერვანდ სააკიანი; ვიცე-რექტორი მეცნიერების დარგში, პროფესორი კონსტანტინ იენკოიანი; საერთაშორისო სტუდენტების ვიცე-დეკანი და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი, ხაჩატურ მარგარიანი; რექტორის აპარატის უფროსი შუშანიკ დანიელიანი; აპარატის უფროსის მოადგილე მარტა სიმონიანი.

დელეგაციას თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ვიცე-რექტორებთან, დეკანებთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.

შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სტუმრები თსსუ-ში სასწავლო პროცესის მართვას, ასევე კლინიკურ საქმიანობას გაეცნენ. თსსუ-ის სასწავლო კორპუსებში მათ მოინახულეს გამოცდების და უნარ-ჩვევების შეფასებისა და კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრები.

ვიზიტის ფარგლებში ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ისინი  კლინიკური და აკადემიური საქმიანობის თანამედროვე  სტანდარტებს გაეცნენ.

როგორც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არსებული ინოვაციური მიდგომები, თანამედროვე მეთოდები და სტანდარტები სრული სიზუსტით  ასრულებს დაკისრებულ მისიას – მომზადდეს მაღალკვალიფიციური და  კონკურენტუნარიანი კადრები.

აღსანიშნავია, რომ სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ფუნქციობამ, რომელიც სამედიცინო განათლების აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბია. ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში.

magti 5g