LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

186

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავი მომღერალთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

მომღერლის გადაწყვეტილებით, ვარსკვლავი წარწერით „არა მარტო გიო ხუციშვილი, მთელი ჩემი თაობა“ აფხაზეთში დაღუპულ იმ ადამიანებს მიეძღვნა, ვისთან ერთადაც ის 90-იან წლებში იბრძოდა.

ვარსკვლავის გახსნამდე, თბილისის საკონცერტო დარბაზში შემოქმედებითი საღამო „თბილისი არის ურთიერთობა“ გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობა ნატო გელაშვილმა, ლელა წურწუმიამ, მაია ჯაბუამ, თამრიკო ჭოხონელიძემ, ეკა კახიანმა, ნუკრი კაპანაძემ, მერაბ სეფაშვილმა, თემურ თათარაშვილმა, დავით გომართელმა, ანსამბლმა “ფორტე” და სხვებმა მიიღეს.

საღამოზე ცნობილ კომპოზიციებთან ერთად, ერთადერთი სიმღერის პრემიერა შედგა, რომელიც მომღერალმა  შვილთან და „შვიდკაცასთან“ ერთად ასევე აფხაზეთს უმღერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g