LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

92

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებებს 33-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 კი წინააღმდეგი იყო. დედაქალაქის ბიუჯეტი 35 მილიონით არის გაზრდილი და მისი მოცულობა 897 მილოონი ლარით განისაზღვრა. ამ თანხიდან მოხდება 100 ახალი ავტობუსის შეძენა. როგორც ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ სხდომაზე განაცხადა, მოლაპარაკება მიმდინარეობს ელექტროავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით.

თბილისის ახალ ფინანსურ დოკუმენტში 5 მილიონით არის შემცირებული მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ხარჯები. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, ვიცე-მერმა განმარტა, რომ ვარკეთილის მეტროში მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, მეტროსადგურებში მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები.

„იმისთვის, რომ დავადგინოთ, რომელი მეტროსადგურია ყველაზე რთულ მდგომარეობაში. 11 მეტროსადგურში ერთდროულად სარეაბილიტაციო სამუშაოები არამარტო ჩვენთვის, არამედ მგზავრებისთვისაც იქნებოდა რთული. თუ მეტი მეტროსადგურის რეაბილიტაცია იქნება საჭირო, ამისთვისაც აუცილებლად გამოვნახავთ ხარჯებს და კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ ბიუჯეტში ცვლილებებით“,  – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ ოპოზიციის კითხვების პასუხად, თუ რატომ მცირდება მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ხარჯები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g